ანოტაცია: არტილერიის კაპიტანი ედგარი და მისი მეუღლე, ყოფილი მსახიობი ალისა მრავალი წელია ერთად ცხოვრობენ ჩიხში შესულ ქორწინებაში. ტანჯავენ, ებრძვიან ერთმანეთს და ეს მათი ყოვედღიური ცხოვრების ნაწილია. ერთმანეთისთვის ციხის მცველებად ქცეულან, არქიპელაგის კუნძულზე გამომწყვდეულნი და იზოლირებულნი. თუმცა, მათი ნათესავი კურტი ჩამოდის ამერიკიდან სტუმრად, ჩიხი ირღვევა და ოცდახუთწლიანი ქორწინების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სიგიჟე, სიმწარე, სიყვარულით სავსე სიძულვილი გადმოდის სააშკარაოზე.