ანოტაცია: XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მწერალი, გილბერტ კით ჩესტერტონი, ქართველებისთვის სრულიად უცნობია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მისი სოციალურ-პოლიტიკური ნაწარმოებები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია კომუნისტურ იდეოლოგიასთან და, ბუნებრივია, ჩვენს უახლოეს წარსულში მას არავინ თარგმნიდა. განვლილ ცხოვრებაში მუდამ აზრის მაძიებელი მწერალი ორივე რომანში იმდენად საინტერესო ადამიანთა სპექტრს ეხება, რომ ნებისმიერი ინტელექტუალის გონებას დაიპყრობს.