ანოტაცია: „ხაფანგი-22~ ანტიმილიტარისტული ნაწარმოებია და მეორე მსოფლიო ომში ერთი ამერიკული საავიაციო ნაწილის აბსურდით სავსე სინამდვილეს აღწერს _ აქ ყველაფერი მოჩვენებითია: საბრძოლო დავალებების შესრულება, პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობა, თვით ცოცხალი, საღ-სალამათი ადამიანის არსებობაც კი ეჭვქვეშ დგება. ჰელერი უდავოდ გროტესკის ოსტატია, ხოლო ზოგიერთი ეპიზოდი _ მსოფლიო იუმორისტიკის შედევრი. როგორც კრიტიკოსები წერდნენ, „ხაფანგი-22“ სამხედრო ბიუროკრატიის საბრალდებო ოქმად იქცა.