ანოტაცია: ნაწარმოებში ასახულია ადრე დაობლებული პატარა ფერიდეს ცხოვრება, რომელიც მშობლების გარდაცვალების მერე დეიდასთან იზრდებოდა. დეიდას ფერიდეზე ცოტა უფროსი ვაჟი, ქამურანი ყავდა. მალე დეიდაშვილებს შორის სიყვარულმა იმძლავრა ყველაფერი ბედნიერი ქორწილით დასრულდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ფერიდე შეიტყობს, რომ მათ შორის სხვა ქალი ჩამდგარიყო. სასოწარკვეთილი ქალი სახლიდან გარბის და არ იცის, რა ელოდება წინ, რა ინტრიგებს უმზადებს ცხოვრება და მოუწევს თუ არა კიდევ ქამურანთან შეხვედრა.