ანოტაცია: „ბილიარდი ათის ნახევარზე“ მწერლის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვშ ია. 1959 წელს დასტამბულ ამ რომანში, ფემელების ოჯახის სამი თაობის ცხოვრების მაგალითზე, აღწერილია გერმანიის კატაკლიზმებით აღსავსე ისტორიის ცალკეული ეპიზოდები 1907-დან 1958 წლამდე; ჩვენ თვალწინ გაიელვებს მთელი ნახევარი საუკუნე, რომელმაც დაიტია ორი მსოფლიო ომი და მილიონობით ადამიანის ტრაგედია. თუმცა, რომანის „გარეგანი“ მოქმედება მხოლოდ ერთ დღეში ვითარდება.