ანოტაცია: დაფნი ბრიჯერტონი,რომელიც შვიდ და-ძმასთან ერთად მეგობრულ და მხიარულ ოჯახშია გაზრდილი,ლონდონის ყველა ახალგაზრდა მამაკაცს ემეგობრება,თუმცა სასურველ ქალად მას ვერავინ აღიქვამს,რადგან ზედმეტად ლაღია საიმისოდ,რომ რომანტიკულ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა.განსხვავებული ხასიათი აქვს ჰასტინგსის ჰერცოგს,საიმონ ბასეტს,რომელიც უცხოეთიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნებულა.ის ქორწინებასაც გაურბის და საზოგადოებასაც.თუმცა საუკეთესო მეგობრის დასთან შეხვედრამ შესაძლოა მას სრულიად განსხვავებული სცენარი შესთავაზოს.