ანოტაცია: ბაკინი მწერალია - ხელოვნებით შეპყრობილი მწერალი.მასში ორი სხვადასხვა ადამიანის რთული და აბურდული ერთობაა და,ამდენად,ეს „ერთობა“ ხდება მისი შფოთვის მიზეზი.პირველი ბაკინი მაღალზნეობრივი მორალისტია,მეორე - ხელოვნების მსახური,შემოქმედი.ამ წინააღმდეგობების ფონზე ვითარდება მოქმედება მოთხრობაში,თუმცა მოქმედება ნაკლებად ითქმის,უფრო განსჯა და მსჯელობაა,რომელიც მკითხველს მთავარ გმირთან ერთად აფიქრებს როგორც საგნებსა თუ მოვლენებისადმი პიროვნების დამოკიდებულებაზე, ისე ხელოვნების როლსა და მნიშვნელობაზე.