ანოტაცია: ყურადღებით იყავით! უცნობებს არ დაელაპარაკოთ. ახალგაცნობილ სიმპათიურ ახალგაზრდას სახლში ნუ გაჰყვებით. სასიყვარულო სამკუთხედს ერიდეთ. მეგობრის უცნაურ შეყვარებულს ნუ გამოიწვევთ. თქვენი შეყვარებულის ბინის ჩხრეკას ნუ დაიწყებთ. სხვის დღიურებსა და წერილებს ნუ წაიკითხავთ. მათ ეს რჩევები არ გაითვალისწინეს, ისე შეაბიჯეს წიგნის მაღაზიაში... დიახ, ამ წიგნში ყველა საშინელება წიგნის მაღაზიიდან იწყება, მაგრამ თქვენ იქ მაინც იარეთ... დიახ, წიგნის მაღაზიებში აუცილებლად იარეთ! ეს წიგნი ხომ იქ გელოდებათ!