ანოტაცია: დედის დაღუპვა და ბავშვთა თავშესაფარი, უმეგობრობა და მარტოობის გულსაკლავი შეგრძნება პატარა გოგონასთვის დიდი გამოცდა იყო, მაგრამ მის უფერულ ცხოვრებაში პატარა სხივი მაინც გამოჩნდა - მეგობარი გოგონა და, რაც მთავარია, ნამდვილი თავშესაფარი, მისი ცხოვრების არსი - ჭადრაკი...ვუნდერკინდი გოგონას დაბინდულ გონებას მხოლოდ ჭადრაკი აფხიზლებს, მხოლოდ თამაშის დროს შეუძლია საღად აზროვნება. და აი, დგება დრო ოსტატობის გამოცდისა...