ანოტაცია: „ზეთისხილის წვენი“ ლორა ბოჩაროვას თვალით დანახულ წმინდა სებასტიანეს ცხოვრების გზას მიჰყვება. მშვენიერ დიდგვაროვან ფლავიუსს ბრწყინვალე სამხედრო კარიერა, დიდება, სიმდიდრე და თვით იმპერატორის ფავორიტობაც კი ელოდა, მაგრამ მისი ცხოვრება ერთმა მოვლენამ მთლიანად შეცვალა: შუადღის მზით გავარვარებულ ვენახში მას უცხო ღმერთის ხმა ჩაესმა, რომელსაც ფლავიუსი მას შემდეგ მსახურებდა და თავი შესწირა. „ზეთისხილის წვენი“ მატერიაზე სულის გამარჯვების ამბავს მოგვითხრობს.