ანოტაცია: სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მწერალმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის შესასწავლად სტიპენდია მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. ეს იყო პირველი დიდი მოგზაურობა, დამოუკიდებლად გავლილი 7 000 კილომეტრი, რამაც ახალგაზრდაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და მთელი დედამიწის შემოვლის საღერღელი აუშალა.და მართლაც,მისი შემოქმედების შთაგონების წყაროდ იქცა სხვადასხვა დროს ინდოეთში,აფრიკაში,აზიის ისლამურ ქვეყნებში სტუმრობა,ასევე ანტილის არქიპელაგის კუნძულებზე გატარებული ბავშობა.