ანოტაცია: "ვარდის სახელი" ცნობილი იტალიელი მწერლის, სეიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია, რომელშიც მოქმედება ხდება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტიელთა მონასტერში. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძებას ცდილობენ. ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებს საინტერესოა.