ანოტაცია: ერთხელ, როცა დიდი დეპრესია მქონდა, ხელში მიშელ უელბეკის წიგნი მომხვდა. ერთ ღამეში გადავყლაპე და მეორე დღეს დეპრესია გაქრა. მას შემდეგ, როცა გულს კაეშანი შემოაწვება, ვიცი, რომ რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, არაფერი ისე არ მიშველის, როგორც დეპრესიული დეკადენტურობის დიდოსტატის ტექსტები. იშვიათია მწერალი, რომელსაც ასე ერთი შეხედვით დაუდევარი თხრობის სტილი აქვს, ხშირად ბანალურია, ვნების ჩამკვლელი, არაესთეტური, მაგრამ ამავე დროს ასე ჩამთრევი.