ანოტაცია: პერლ ბაკი (1892-1973) პირველი ამერიკელი მწერალი ქალი-ნობელიანტია. მისი რომანი „მიწა“, დღემდე მიჩნეულია მწერლის საუკეთესო ქმნილებად. ესაა ისტორია ღარიბი გლეხის ოჯახისა, რომელიც ცდილობს მოიპოვოს კეთილდღეობა. ავტორი დიდი ოსტატობით გადმოსცემს ცხოვრებისეულ მოვლენებსა და ემოციებს, ადამიანის მიწასთან საკრალური კავშირის ფონზე. ნაწარმოები გამოირჩევა სადა სტილით, რომელიც დამახასიათებელია ბაკის მთელი შემოქმედებისათვის და რომელსაც ზოგიერთი კრიტიკოსი ბიბლიის სტილს ადარებს.