ანოტაცია: მთავარი გმირის – ჟან მაროს თავგადასავალი ძალიან ჰგავს მწერლის ბიოგრაფიას: ორივე ერთდროულად ინგლისელიცაა და ფრანგიც, ორივეს ბრეტონელი წინაპრები ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ილ-დე-ფრანსზე დასახლდნენ, რომელსაც შემდგომ მავრიკია ეწოდა; ორივემ ბავშვობა ნიცაში გაატარა, სადაც, თავისუფლებას მიჩვეულებს, უჭირდათ სკოლის გარემოსთან შეგუება; ორივემ, ალჟირის ომის დროს სამხედრო სამსახურიდან თავდაღწეულმა, ინგლისს შეაფარა თავი; ორივე მექსიკაში წავიდა; ორივე კაბილიელზე დაქორწინდა...