ანოტაცია: გორდონ კომსტოკი, ცხოვრებისგან უკვე შელახული 29 წლის მამაკაცი, ხელმოცარული პოეტია. ნიჭიერია, თუმცა ამ ნიჭს არაფერში იყენებს. ის ჩვენი დროების ღვთაებას - ფულს ებრძვის, თავგამოდებით ებრძვის, სურს დაამარცხოს. სიდუხჭირისგან დაბეჩავებული და გაბოროტებული, გამუდმებით ჩივის: "ფული, ფული, ყველაფერში ფულია დამნაშავე" და კიდევ ასპიდისტრა ფანჯრის რაფაზე - ობივატელის "კეთილდღეობის" სიმბოლო...