ანოტაცია: “რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ”, - გვასწავლის სახარება. ომში გამარჯვებული არ არსებობს, ყველა მარცხდება და იარებს ვერც ერთი მხარე ვერ იშუშებს. ომის საშინელებებს დავიწყება არ უწერია. 1946 წელი. ნანგრევებად ქცეულ ჰამბურგში ბრიტანელები “წესრიგს” ამყარებენ. დამნაშავეა ყველა, განურჩევლად ასაკისა და სტატუსისა - ისინი ხომ გერმანელები არიან. აქ ყველას თავისი სატკივარი აქვს, ომმა თითოეულ მათგანს დაასვა დაღი - წაართვა სახლი, მშობლები და შვილები, ყველას გულში შურისძიების სურვილი, უნდობლობა,...