ანოტაცია: 1935 წელს, როცა აშშ უმუშევრობამ და სიღარიბემ წალეკა, მთავრობამ, ელეონორა რუზველტის ინიციატივით, გადაწყვიტა, აპალაჩებში მოძრავი ბიბლიოთეკები შეექმნა და წიგნები მიეწოდებინა მთიელებისთვის, რომლებსაც არანაირ ლიტერატურაზე არ მიუწვდებოდათ ხელი. მიზანი წერა-კითხვის პრობლემის მოგვარება, წიგნიერების დონის ამაღლება და ამით უმუშევრობის დაძლევა იყო. რამდენი მეკენტუკელი ქალი ცხენებზე შემოსხდა და მთებში ყოველკვირეული მოგზაურობა დაიწყო.