ანოტაცია: იურეკ ბეკერი დაიბადა 1937 წლის 30 სექტემბერს ლოძში (პოლონეთი), გარდაიცვალა 1997 წლის 14 მარტს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ სისებიში. ბავშვობა ლოძის ებრაელთა გეტოში გაატარა, მოგვიანებით, მშობლებთან ერთად, რავენსბრიუკისა და ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკების პატიმარიც იყო. ომის დამთავრების შემდეგ დასახლდა აღმოსავლეთ ბერლინში. სწავლობდა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტსა და ბაბელსბერგის უმაღლეს კინოსკოლაში. წერდა სცენარებს კინოფილმებისთვის. გდრ-ში ჩაბმული იყო დისიდენტურ მოძრაობაში...