ანოტაცია: „უსურვილო უბედურება“ 1972 წელს გამოიცა და მასში მწერლის დედის ცხოვრება და მისი ტრაგიკული აღსასრულია გადმოცემული. მოთხრობის სათაური პერიფრაზია გერმანული გამოთქმისა “უსურვილო ბედნიერება“, რაც უმაღლეს ბედნიერებას ნიშნავს. ბედნიერებას, რომელიც აღარაფერს გვიტოვებს სანატრელს. შესაბამისად, „უსურვილო უბედურება“ უკიდურესი უბედურება იქნება. უბედურება, როცა სურვილის თავიც არ გაქვს. ეს მოთხრობა ერთ-ერთი უადრესი გერმანულენოვანი პოსტმოდერნისტული თხზულებაა.