ანოტაცია: ერთ დღეს ვისურვე, რომ ეს წერილები მომსვლოდა; რომ სანამ დაგროვილ გამოცდილებასთან დაბნეული, მარტოდმარტო ბრძოლაში ჩავებმებოდი, რუკა კარგად შემესწავლა. რადგან ვერავინ ვნახე, ვინც მასწავლიდა, როგორ დამეწერა წერილები ქალებისთვის და გადმომეცა ყველაფერი ის, რაც ქალების გულსა და გონებაში ტრიალებდა. მთელი გამბედაობა მოვიკრიბე, რათა ადრესატის გრაფიდან გამგზავნის გრაფაში გადავმხტარიყავი.
მინდოდა, გამომეხატა ყოველი ქალის სათქმელი, რათა სცოდნოდათ, რომ მარტო არ არიან ამ ქვეყანაზე.