ანოტაცია: ილჰან აკინის რომანი „უხმო ქვითინი - ქართველთა გადასახლება“ ქართველ მუჰაჯირთა მიგრაციის მძიმე წლებზე მოგვითხრობს. მწერალმა ისტორიის მწარე ფურცლებს - ქართველთა მუჰაჯირობას რომანის სახე მისცა და ამ წიგნში აჭარიდან გადასახლებული ერთი ოჯახის ფონზე განზოგადებულად აღწერა მე-19 საუკუნის ბოლოს ოსმალეთში გადასახლებული ქართველების სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა და ის ხვედრი, რომელიც ისტორიამ მათ არგუნათ. რომანში უამრავი სიტყვა მოცემულია ქართულად და ფრჩხილებში მათ განმარტებები ახლავს.