ანოტაცია: ეს გახლავთ შესანიშნავი ისტორია ოთხ დასა და მათ ოჯახზე - საოცრად ნამდვილი, ცოცხალი, მკაფიო და გასაგები ენით გადმოცემული. მოიცავს ყველაფერს - ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანებიდან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხების ფილოსოფიურ ჭვრეტამდე. წიგნი არის უბერებელი კლასიკის ნიმუში, რომელმაც მკითხველთა არაერთი თაობა შთააგონა მას შემდეგ, რაც ის პირველად დაიბეჭდა 1860 წელს. ეს საოცარი ისტორია უამრავი ფილმის მუზადაც იქცა.