ანოტაცია: ევრიპიდე ტრაგედიაში „ფინიკიელი ქალები“ მრავალ სიახლეს სთავაზობდა თავის მაყურებელს როგორც სიუჟეტის განვითარების, ასევე პერსონაჟთა ხასიათების გამძაფრების თუ კონფლიქტთა სიმრავლის თვალსაზრისით. ის თითქოს შეგნებულად ემიჯნებოდა ყოველივე იმას, რაც იყო უმათავრესი უკვე არსებულ დრამებში და ცდილობდა ყველა კონფლიქტში სამშობლოს თემა გაეხადა მნიშვნელოვანი. ამით დრამატურგი ერთგვარად აფხიზლებდა თანამედროვეთა ტრადიციულ რწმენას და არსებითად სცილდებოდა წინამორბედთა ჰეროიკულ თეატრს.