ანოტაცია: ქალის ბედი მეოცეც საუკუნის თურქეთში. ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების მხილება მისი უახლესი ისტორიის საეტაპო მოვლენათა ჭრილში. ცოცხალი, უაღრესად საინტერესო პერსონაჟები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ყოველთვის, გახლავთ თავად ქალაქი სტამბოლი - მიძნებული თუ ყალყზე შემდგარი, მტრულად განწყობილი თუ ხალისის მომგვრელი, მოზეიმე თუ მგლოვიარე... ბოსფორის ტალღების შრიალის, თოლიების ხმაურის ფონზე განვითარებული სულისშემძვრელი დრამა და, ამავდროულად, მეგობრობისადმი მიძღვნილი დიდებული ჰიმნი!