ანოტაცია: აინ რენდი ნაკლებად ცნობილია საქართველოში, თუმცა დასავლეთში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, იგი უაღრესად პოპულარულია. კონგრესის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით აინ რენდის შემოქმედებამ, ბიბლიის შემდეგ, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა გამოკითხულთა ცხოვრებაზე. პირველი წარმატება აინ რენდს სწორედ „პირველწყარომ“ მოუტანა. წიგნი დღემდე ბესთსელერთა სიაშია და გამოცემიდან 6,5 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. წიგნის მთავარი პერსონაჟია გენიალური ახალგაზრდა არქიტექტორი ჰაუარდ რორკი.