ანოტაცია: ხუთი მეფის ომმა ვესტეროსი მოაოხრა. მოისრა ციხესიმაგრეები, ბურჯები. ძმამ ძმაზე აღმართა ხელი, შვილმა - მამაზე, მასპინძელმა - სტუმარზე. სანდო აღარავინ დარჩა - ყველა ყველას ღალატობს. დიადი საგვარეულოების მიერ გადახდილი ხუთი ქორწილიც კი ვერავის მოუტანს ბედნიერებას... ჯ.მარტინის მესამე წიგნი სერიიდან "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა" მკითხველს გააოგნებს - ნაცნობი გმირები სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოგვიდგებიან, სიუჟეტის განვითარების პროგნოზირება კი უბრალოდ შეუძლებელია.