ანოტაცია: „მარტის იდები“ პირველად გამოქვეყნდა 1948 წელს. იგი წარმოადგენს ეპოსტოლარული ჟანრის რომანის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. რომანში მოქმედება ვითარდება იულიუს კეისრის ეპოქაში. თავად თორნთონ უაილდერმა ამ რომანს ასე უწოდა: „ეს არის ერთგვარი ფანტაზია რომის რესპუბლიკის ბოლო დღეების და ზოგიერთი ისტორიული პერსონის შესახებ“. დოკუმენტებისა და წერილების მეშვეობით ავტორი აცოცხლებს მსოფლიო ისტორიის ერთ ყველაზე გამორჩეულ პერიოდს. ამ გამოგონილ ამბავში ისტორიულ კეისარს ვხედავთ, როგორც ცოცხალ ადამიანს...