ანოტაცია: წარსულში მეკარე, ამჟამად კი მონტიორი იოზეფ ბლოხი მკვლელობას სჩადის და პოლიციის მოლოდინში საზღვრისპირა სოფელს აფარებს თავს. ნაწარმოები დეტექტივივით იწყება და ფსიქოლოგიურ დრამად ვითარდება – ვინც დადგენილ წესრიგს არღვევს, ის სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს. ბლოხის შინაგანი განცდები, მისი გაუცხოების პროცესი, განსაკუთრებით კი ენის, საგნების და მათი აღმნიშვნელი სიტყვების მიმართ უცნაური დამოკიდებულება, სამყაროს აღქმისა და მისი ვერბალური გამოხატვის კრიზისი არის ნაწარმოების მთავარი თემა.