ანოტაცია: ეს ესეები გახლავთ ჯერ კიდევ საკუთარი ხმის ძიებაში მყოფი, 22 წლის მწერლის პირველი ნაბიჯები ლიტერატურაში. ისინი კამიუს მსოფლაღქმის ორი მხარის წარმომჩენია, რომელთაგან ერთი ჰო-ს სფეროა, მეორე კი არა-სი. კამიუ არც მზეს უარყოფს და არც ჩრდილს, რამეთუ კარგად იცის, რომ მზიან ქვეყანაში დაბადებული კაცისთვის, რომლის ცხოვრება თვალისმომჭრელი სინათლით სავსე ზღვის პირას მიედინება, "მზე ზოგჯერ ბნელია" (რენე შარი).