ანოტაცია: მე არ ვარ ნაყროვანი. მე შენ გაიგივებ მამასთან, რომელსაც განუწყვეტლივ ციტირებ. ჩემი სული? აი, ჩამორთმეული ქონება, რომლის უფლებასაც მე ვერავის გადავცემ. იესო, მსხვერპლად გიგდებ ჩემს სხეულს შენ ან ფრინველებს, რომლებიც იქნებ შენ შექმენი და რომლებიც მას დაანაკუწებენ - წინდაწინ ვმადლობ ამისთვის. მთელი ჩემი თმა დათვლილია. ოდესმე თუ გავასწორებთ ანგარიშებს მე და შენ? მე ვიძლევი ყველაფერს, თუმცა არაფერი ვარ. მხოლოდ იმისთვის ვიცხოვრე, რომ უბედურებაში დავრჩენილიყავი, ვყოფილიყავი მიზეზი და, იმავდროულად ...