ანოტაცია: ფანტასტიკური სამოცწუთიანი ომი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და მოძრავი ქალაქების ეპოქა დაიწყო. ბორბლებზე შემდგარი ქალაქები ერთმანეთს დასდევენ, ძლიერი სუსტს ჭამს და, როცა ნადავლი გამოილევა, მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ქალაქების განადგურების ჯერი დგება. ისეთ მეგაპოლისს, როგორიც ლონდონია, ეს არ გაუჭირდება - მას მრისხანე იარაღი მედუზა აქვს... თუ, რა თქმა უნდა, წინ არავინ აღუდგება.