ანოტაცია: მეტეორები მიშელ ტურნიეს შემოქმედების ცენტრალური ნაწარმოებია, რომელიც 1975 წელს გამოიცა. ტრადიციულად ავტორი ამ რომანშიც მიმართავს მითოლოგიას და კასტორისა და პოლუქსის მითი XX საუკუნის საფრანგეთში გადმოაქვს. ტყუპი ძმები ჟანი და პოლი რომანის მთავარი გმირები არიან.ურთიერთდაპირისებული ძმები ქმნიან განსაკუთრებულ კონტრასტს, რომელიც წიგნს ბოლო გვერდებამდე მიყვება. მკითხველის თვალწინ იშლება ტყუპური ურთიერთობის ურთულესი ბუნება, რაც ძმებს ერთმანეთის უკეთ შესაცნობად ინიციაციური მოგზაურობისკენ უბიძგებს.