ანოტაცია: დეკამერონი (იტალ. Decamerone; დაახ. 1350–დან დაახ. 1353–მდე) — მწერალ ჯოვანი ბოკაჩოს მოთხრობათა კრებული, რომელიც შედგება 101 ნოველასგან. მოქმედება ხდება ფლორენციაში, მაშინ როდესაც ქალაქში შავი ჭირი მძვინვარებდა. ათი ახალგაზრდა (შვიდი ქალი და სამი ვაჟი) გადაწყვეტს, გაექცეს ფლორენციაში გამეფებულ ჭირს და დრო ქალაქგარეთ, ვილაში გაატაროს. ათი ახალგაზრდა ათი დღის განმავლობაში ათ მოთხრობას ყვება. თითოეული დღის ათ მოთხრობას (რამდენიმეს გამოკლებით) აქვს თავისი გამიზნული შინაარსი.