ანოტაცია: ბედმა ლატარიით მარგუნა ბილეთი, რომელსაც გარკვევით ეწერა „სიკვდილი“…, მაგრამ მე არ მოვკვდი!“ – წერდა მიხაილ ბულგაკოვი – მწერალი-სატირიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, ექიმი...მწერლის პირველი ნაწარმოები 1920-იანი წლებით თარიღდება. ბულგაკოვი 1921 წლიდან მოსკოვში დასახლდა და წერა აქტიურად განაგრძო. იგი მოთხრობებში თავისსავე ცხოვრებისეულ ამბებს ასახავდა და გაბედული, სხარტი, ალეგორიული შემოქმედებით იმდროინდელი რუსეთის საზოგადოებისთვის არცთუ სასურველ მწერლად იქცა. ...