ანოტაცია: წარჩინებული გვარის წარმომადგენელი ჰერბერტი და ობოლი, უბრალო ოჯახის შვილი ოლგა, მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, ცდილობდნენ ერთმანეთის ერთგულნი დარჩნენ, თუმცა, მათ სიყვარულს ბევრი გამოცდა ელის. ორიგინალური ფორმით დაწერილ რომანს ფონად გასდევს მე-20 საუკუნის ყველა გარდამტეხი მოვლენა, სადაც კი გერმანიის ძლევამოსილებისკენ სწრაფვის გამოვლინება საბედისწერო გამხდარა კაცობრიობისთვის.