ანოტაცია: ჩიტი აღმოსავლეთიდან", აღმოსავლურ-დასავლური ურთიერთობების თემაზე შექმნილი მეოცე საუკუნის ეგვიპტური რომანის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეს ტიპური პოსტკოლონიური სცენარით დაწერილი ნაწარმოებია და, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, იგიმიიჩნევა არაბულ ენაზე დაწერილ ერთ-ერთ პირველ მხატვრულ ნაწარმოებად, რომელიც ევროპაში განათლებამიღებული არაბი ახალგაზრდობის ფსიქოლოგიურ პრობლემებს ეხება.