ანოტაცია: ცნობილი ინგლისელი ფანტასტის რომანი ,, ენ ვერონიკა" 1909 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზი იყო მთავარი გმირის ფემინისტური მიდრეკილებები და ასევე, ის, რომ ჰერბერტ უელსს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ფემინისტთან, ქალთა მოძრაობის სულისჩამდგმელ ემბერ რივსთან, რაც რომანის წერისას მწერლის შთაგონების წყარო გახდა.