ანოტაცია: კალიოპა სტეფანიდი სხვა გოგონებს არ ჰგავს და ამის მიზეზს მხოლოდ მაშინ ხვდება, როდესაც თავისი ოჯახის საგულდაგულოდ შენახულ საიდუმლოს ახდის ფარდას. „მიდლსექსი – ორ სქესს შორის“ ჯეფრი იუჯენიდისის მეორე რომანია, რომელიც ამერიკელ ბერძენთა ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლებსა და მთავარი გმირის გენეტიკური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი მშრალი კანონის პერიოდის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ქალაქ დეტროიტში ვითარდება.