ანოტაცია: მარსელ პრუსტის შედევრმა „დაკარგული დროის ძიებაში“, რომელიც 3000-ზე მეტ გვერდს მოიცავს და 7 ტომადაა დაყოფილი, შეცვალა არა მხოლოდ ფრანგული, არამედ მსოფლიო ლიტერატურა.პრუსტი ძირეულად ცვლის რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგას: მოგვითხრობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა, ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ; მოვლენათა გადმოცემისას არ იცავს დროულ თანმიმდევრობას. მკითხველი პრუსტისეულ უდროო დროში ვარდება: წარსულის ფრაგმენტსა და დღევანდელ შეგრძნებას გამოჰყავს დროის ბრუნვიდან...