ანოტაცია: ესტერ ნილსონი პოეტი, ესეისტი და გონიერი ქალია, რომელსაც ასეთივე გონიერი სასიყვარულო ურთიერთობა აქვს. ერთ დღესაც მას ხელოვან ჰუგო რასკზე ლექციის წაკითხვას შესთავაზებენ. აქედან მოყოლებული, ესტერი მთელი თავისი არსებით დამოკიდებული ხდება თითქოსდა უმანკო წადილზე. ლექციის მსმენელთა შორის ჰუგო რასკიც იმყოფება და იგი აღტაცებული რჩება ესტერის გამოსვლით. ისინი პირველად ხვდებიან ერთმანეთს და ამით იწყება მათი სასიყვარულო ამბავი - ბანალური თავისი უბრალო სისასტიკით და გრანდიოზული თავისი სრული თავდადებით.