ანოტაცია: ჩვიდმეტი წლის გოგონამ - მინაუ ბლაიმ ცხოვრების დიდი ნაწილი თემში გაატარა. იქაურმა დაუნდობელმა კანონებმა, ახალი რელიგიის ფანატიკოსებმა წაართვეს მას ბავშვობა, თავისუფლება და, როდესაც იგი ამ სიბნელის წინააღმდეგ აღდგა, წაართვეს ხელებიც.
სასტიკად დასჯილი და ადამიანებისადმი ნდობადაკარგული მინაუ არასრულწლოვანთა ციხეში ხვდება. გოგონა ცდილობს, დაივიწყოს წარსული ტანჯვა-წამება და მასთან მისულ გამომძიებელს თემში მომხდარი საშინელებები დაუმალოს...