ანოტაცია: რომანი „ჩემი ბრძოლა“ ექვს წიგნს აერთიანებს. პირველ წიგნს მწერალი სიკვდილის გამაოგნებელი აღწერით იწყებს, რის შემდეგაც დაუფარავად გვიყვება, თუ როგორ ცდილობს ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას, როგორ თმობს პირად ამბიციებს მწერლობის გამო. კნაუსგორი საკუთარი ცხოვრების ყოველ დეტალზე – მნიშვნელოვანსა და სულისშემძვრელზე თუ ყოველდღიურსა და უმნიშვნელოზე – გულწრფელად და შეულამაზებლად წერს. მისი თხრობა მგრძნობიარე და იმდენად გულწრფელია, რომ დროდადრო უხერხულობასაც კი ქმნის.