ანოტაცია: "ბირმული დღეები" მარტოსული ინგლისელის ჯონ ფლორის სულის შემძვრელ თავგადასავალს გვიყვება. სამშობლოდან კოლონიაში გადმოხვეწილ ფლორის უყვება ბირმა - ეს სამოთხის მსგავსი ქვეყანა, რომელიც იმპერიალიზმის, კორუფციისა და სიღატაკის მსხვერპლია. ის გაუბედავად, მაგრამ მაინც უპირისპირდება იქ გაბატონებულ იმპერიალისტური და მომხვეჭელური ჟინით, ქსენოფობიითა და რასიზმით შეპყრობილ თანამემამულეებს და, ბრძოლით უზომოდ დაღლილი, ეძებს ადამიანს, რომელიც ამ რთულ ყოფას მასთან გაიზიარებს.