ანოტაცია: ,გული ფრიალებს“ დონალ რაიანის პირველი წიგნია, რომელიც 2012 წელს გამოიცა. მწერალმა კრიტიკოსები გააოცა მოულოდნელი წერის მანერით და რეგისტრთა მრავალფეროვნებით. რომანმა ავტორს სხვადასხვა საერთაშორისო პრიზი მოუტანა. რომანი წარმოადგენს ერთგვარ ჯაჭვს, სადაც თითოეული რგოლი თითოეული თავია და თითოეული პერსონაჟი. სწორედ ადამიანთა ეს ერთობლიობა ცდილობს მიაწვდინოს თავისი ხმა მკითხველს.