ანოტაცია: ენ ბრონტეს ამ ფსიქოლოგიურ რომანს, რომელშიც მწერალი საზოგადოებაში გაბატონებულ ცრუღირებულებებსა და მორალს აუმხედრდა, დიდი სკანდალი მოჰყვა დედოფალ ვიქტორიას დროინდელ ინგლისში. ნაწარმოების ტემა ყველა დროის მწვავე პრობლემაა - ქალის მდგომარეობა ოჯახში, ქმრის ტირანია, უზნეობასა და ძალადობას გაქცეული ქალის გარიყვა საზოგადოებისაგან...რომანი ქარცეცხლში გაატარეს კრიტიკოსებმა, საზოგადოება აღშფოთდა და ენის დამ, შარლოტა ბრონტემ, წიგნის გამოცემა აკრძალა...