ანოტაცია: ორი და,ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი:ერთი მხრივ,მშვიდი და წინდახედული ელინორი,რომლის ხვედრი სხვათა ნუგეშისცემაა,მეორე მხრივ კი,მგრძნობიარე და იმპულსური მარიანა.დიდი ტკივილისა და მრავალი განსაცდელის შემდეგ რწმუნდებიან დები,რომ გრძნობა მხოლოდ საღ აზრთან ერთად იძლევა ბედნიერების შანსს საზოგადოებაში,რომელშიც ფული და სოციალური სტატუსი ბატონობს.სწორედ ორი დის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს ჯეინ ოსტინის პოპულარული რომანი "გონება და გრძნობა".