ანოტაცია: „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ რუსული ეგზისტენციალიზმის უდიდეს წარმომადგენელს - ლ. შესტოვს დოსტოევსკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიაჩნდა, ხოლო თომას მანი ყველაზე დიდი ყურადღების ღირსად მიიჩნევდა მწერლის შემოქმედებაში. ამ ნაწარმოებით აღფრთოვანებას თვით დოსტოევსკის კრიტიკოსებიც ვერ ფარავდნენ.
„იატაკქვეშეთის ჩანაწერების“ ქართულად გამოცემით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მშობლიურ ენაზე უკვე თარგმნილია მწერლის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები.