ანოტაცია: რუმინული წარმოშობის ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოაზროვნის, ემილ ჩორანის (1911-1995) წიგნში „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ მცირე ზომის ჩანაწერებია გაერთიანებული. ზოგადად, აფორიზმი ჩორანის საყვარელი ფორმაა, „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ კი - მისი აფორიზმებისა და ჩანაწერების გამორჩეული კრებული. იგი თავად ავტორსაც განსაკუთრებულად უყვარდა. ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც: „ამ წიგნში, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ გვერდზე გადაშალოთ...