ანოტაცია: ხალიდ ჰოსეინის „ზღვას ვევედრები“ სამი წლის სირიელი ლტოლვილი ბიჭუნას, ალან ქურდის, ამბავმა შთააგონა. ბიჭუნა, რომელიც ოჯახთან ერთად ცდილობდა, უსაფრთხოება ევროპაში ეპოვა, 2015 წლის 2 სექტემბერს ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო. ალანის სიკვდილის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, კიდევ უამრავი ადამიანი ეცადა ნავებით ზღვის გადაკვეთას; მათგან 4,176 კაცი დაიღუპა ან დაიკარგა. წიგნი ეძღვნება ომსა და ეთნიკურ დევნას გამოქცეულ ათასობით ლტოლვილს, რომლებიც ზღვამ იმსხვერპლა.